ბელგია
სახელწოდება
- ოფიციალური: ქართულად - ბელგიის სამეფო; ფრანგულად - Royaume de Belgique; ნიდერლანდულად - Koninkrijk Belgie.
- ეტიმოლოგია - სახელწოდება მომდინარეობს ბელგების კელტური ტომებისაგან.
- ქვეყნის კოდი - BE.
გეოგრაფია
ქვეყანა დასავლეთ ევროპაში, ევროკავშირის წევრი. მოსაზღვრე ქვეყნებია: ნიდერლანდი, გერმანია, ლუქსემბურგი, საფრანგეთი
- ფართობი - 30.510 კვ.კმ.
- ბუნება: უმაღ. მწვერვალი - ბოტრანჟი 694 მ; მდინარეები (კმ) - შელდა 207 (ბელგიაში, სულ 370), მეზი 183 (ბელგიაში, სულ 933); უდ. ტბა - ვალკური; კლიმატი - ოკეანური.
- ბუნებრივი რესურსები - ქვანახშირი, ბუნებრივი აირი.
სახელმწიფო
- პოლიტიკური სისტემა - კონსტიტუციური მონარქიის ქვეშ მყოფი ფედერალური საპარლამენტო დემოკრატია.
- სახელმწიფოს მეთაური - სამეფოს მმართველია საქს-კობურგ-გოთას დინასტია. ბელგიის მეფეები: 1831 - ლეოპოლდ I, 1865 - ლეოპოლდ II, 1900 - ალბერტ I, 1934 - ლეოპოლდ III, 1951 - ბოდუენ I, 1993 წლიდან - ალბერტ II (ALBERT II).
- მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი (Guy Verhofstadt, 1999).
- საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი, შედგება წარმომადგენელთა პალატისა (150 წევრი) და სენატისაგან (71 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა. 1989 წლიდან ქვეყანა ფედერაციულ სახელმწიფოდ გარდაიქმნა, რომელიც 3 სუბიექტისაგან (ფრ. regions, ნიდ. gewesten) შედგება: ბრიუსელი, ვალონია და ფლანდრია. რეგიონები თავის მხრივ პროვინციებად (ფრ. province, ნიდ. provincie) იყოფიან.
ისტორია
ბელგიის სამეფო დამოუკიდებელი გახდა 1830 წელს. მსოფლიო ომების დროს იყო გერმანიის აგრესიის ობიექტი. 1945 წლიდან ევროპული თანამშრომლობის (ბენილუქსი, ევროპის საბჭო, ნატო, ევროპის კავშირი) ცენტრია. 1980 წელს - შეიქმნა მმართველობის რეგიონული სტრუქტურები ფლანდრიის, ვალონიისა და ბრიუსელისათვის. 1992 წელს გამოცხადდა, რომ შემოღებული იქნებოდა ფედერაციული სისტემა. 1994 წელს მიღებულ იქნა ახალი კონსტიტუცია.