ქვეყანა მდებარეობს ჩრდილოეთ აფრიკაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვას, აღმოსავლეთით - წითელ ზღვას, სამხრეთიდან და დასავლეთიდან შემოფარგლულია უდაბნოებით - საჰარა და ლიბიის უდაბნო.
ეგვიპტის ცივილიზაცია დაიწყო ძველი წელთ აღრიცხვით V ათასწლეულში და დაასრულა ახალი წელთ აღრიცხვით 332 წელს. იგი ალექსანდრე დიდიმა მაკედონელმა დაიპყრო (ამაზე უფრო ვრცლად ქვემოთ ). ძვ. წ. III ათასწლეულში ფარაონმა ნარმენმა გააერთიანა ზედა და ქვედა სამეფოები. ეგვიპტე იყოფა 3 პერიოდად:
1. ძველი სამეფო - ძვ. წ. 3 000 წ. - დედაქალაქი მემფისი.
2. შუა სამეფო - ძვ. წ. 2 000 წ. - დედაქალაქი თებე.
3. ახალი სამეფო - ძვ. წ. XVII-XIV სს. - დედაქალაქი თებე.
აღსანიშნავია ეგვიპტური პირამიდები, რომლევიც ძველ სამეფოში იგებოდა და ისინი დღესაც არის შემორჩენილი. პირ-ველი პირამიდა იყო ჯოსერი, რომელიც ფარაონ ჯოსერის საპატივსაცემოდ, გადმოცემის თანახმად, ქურუმმა იმჰოტეპმა ააგო. მისი სიმაღლე 60 მ.
ქრისტეს შობამდე 5 000 წელს [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ხღვიდან, პალესტინიდან და ნუბიიდან გადმოსახლდნენ უცხო ტომები და დასახლდნენ ნილოსის ნაპირებზე, ამაღლებულ ადგილას. მათ ააშენეს დაწნული ქოხები და ისინი გახდნენ პირველი ეგვიპტელები. მოიშინაურეს ცხოველები, მოჰყავდათ მშვენიერი მოსავალი და მისდევდნენ მესაქონლეობას და სოფლის მეურნეობას. წარმოიშვა ორი სამეფო - ზედა და ქვედა.
1922 წლიდან ეგვიპტე დამოუკიდებელი სახელმწიფოა, 50-იან წლებში გახდა რესპუბლიკა გამალ აბდელ ნასერის ხელმძღვანელობით. ახლო წარსულში იგი აწარმოებდა ომს ისრაელთან, მაგრამ 1977 წელს ანვარ სადათის პრეზიდენტობის დროს გააფორმა მასთან სამშვიდობო ხელშეკრულება. ამან გამოიწვია ეგვიპტის გარიცხვა არაბულ სახელმწიფოთა ლიგიდან. 1981 წელს ექსტრემისტმა-ისლამისტებმა მოკლეს სადათი, მისი ადგილი დაიკავა ჰოსნი მუბარაქმა, რომელიც უფრო ზომიერ ხაზს ატარებს. 1987 წელს აღადგინა ურთიერთობები არაბულ ქვეყნებთან. 1991 წელს მონაწილეობდა სპარსეთის ყურის ომში აშშ-ს მხარეზე. ეგვიპტე ასრულებს მთავარ როლს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოწესრიგების პროცესში.