ჰოლანდია
სახელწოდება
- ოფიციალური: ქართულად - ნიდერლანდის სამეფო; ნიდერლანდულად - Nederland; Koninkrijk der Nederlanden.
- ეტიმოლოგია - ეს სახელმწიფო რამდენიმე სახელითაა ცნობილი: (ა) ნიდერლანდი - ნიდერლანდულ ენაზე მისი სახელწოდება ნიშნავს “დაბლობ მიწებს”. (ბ) ჰოლანდია - გერმანიკული holt land, “ტყიანი მხარე” (ჰოლანდია ნიდერლანდის ერთ-ერთი მხარეა, მაგრამ ამ სახელით ხშირად მთელ ქვეყანას მოიხსენიებენ). (გ) ბატავია - გერმანიკული “სავარგულები”, მომდინარეობს Betuwe-საგან.
- ქვეყნის კოდი - NL.
გეოგრაფია
ქვეყანა დასავლეთ ევროპაში. მოსაზღვრე ქვეყნებია: ბელგია და გერმანია.
- ფართობი - 41.500 კვ.კმ.
- ბუნება: ქვეყნის უმაღლესი მწვერვალია მთა ვაალსერბერგი, რომლის სიმაღლე 321 მეტრია. მდინარეები (კმ) - მოსა 350 (სულ 933), რაინი 200 (სულ 1.320); ტბა (კვ.კმ) - იისელმეერი 1.500 (ხელოვნური); კუნძულები (კვ.კმ) - სხოუვენი 222, ოვერფლაკი-გური, ტექსელი 184; კლიმატი - ოკეანური.
- ბუნებრივი რესურსები - ბუნებრივი აირი, ნავთობი, სასოფლო-სამეურნეო მიწები.
სახელმწიფო
- პოლიტიკური სისტემა - კონსტიტუციური მონარქია.
- სახელმწიფოს მეთაური - დედოფალი ბეატრიქსი (BEATRIX, 1980). აღსანიშნავია, რომ საუკუნეზე მეტია ნიდერლანდის ტახტზე მხოლოდ ქალები არიან: ვილჰელმინა - 1890-1948, იულიანა - 1948-1980.
- მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი Jan Peter BALKENENDE (2002).
- საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი - გენერალური შტატები (75+150 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა. ნიდერლანდების სამეფო ადმინისტრაციულად იყოფა 12 პროვინციად (provincie): გელდერლანდი (ცენტრი - არნჰემი), გრონინგენი (გრონინგენი), დრენტე (ასენი), ზელანდია (მიდელბურგი), ლიმბურგი (მაასტრიხტი), ოვერიისელი (ზვოლე), სამხრეთი ჰოლანდია (ჰააგა), უტრეხტი (უტრეხტი), ფლევოლანდი (ლელისტადი), ფრისლანდია (ლეუვარდენი), ჩრდილოეთი ბრაბანტი (ჰერტოგენბოში), ჩრდილოეთი ჰოლანდია (ჰაარლემი).
- სამფლობელოები. ნიდერლანდებს აქვს ორი სამფლობელო კარიბის ზღვის აუზში: არუბა; ნიდერლანდის ანტილები.
ისტორია
ნიდერლანდების დამოუკიდებელი სამეფო 1648 წელს - შეიქმნა. მე-17 საუკუნის განმავლობაში იგი უდიდესი საზღვაო სახელმწიფო იყო, რომელსაც მრავალი კოლონია ჰქონდა. 1830 წელს მას გამოეყო ბელგიის სამეფო.
ჰოლანდია
ჰოლანდია (ნიდერლ. Holland) — ისტორიული რეგიონი ნიდერლანდის დასავლეთ ნაწილში. მოიცავს ქვეყნის ორი პროვინციის ტერიტორიას - ჩრდიელოეთ ჰოლანდიას (Noord-Holland) და სამხრეთ ჰოლანდიას (Zuid-Holland). ისტორიულად ჰოლანდია საგრაფო იყო, რომელიც საღვთო რომის იმპერიის ნაწილი იყო. მოგვიანებით ერთ-ერთი სახელმწიფო გახდა, რომელმაც შექმნა რესპუბლიკა ნიდერლანდების შვიდი გაერთიანებული პრივინციით (1581-1795).
1806-10 წლებში არსებობს ჰოლანდიის სამეფო, რომელიც ვასალურ დამოკიდებულებაში იყო ნაპოლეონ I-ის საფრანგეთის იმპერიის მიმართ. მის მეფედ ნაპოლეონის ერთ-ერთი ძმა, ლუდოვიკო I ბონაპარტი დაინიშნა. ჰოლანდიის სამეფო შეცვალა ბატავიის რესპუბლიკამ (ასევე ვასალური საფრანგეთის მიმართ), შემდეგ კი 1810 წელს საფრანგეთის მიერ ანექსირებისას არსებობა შეწყვიტა.
სახელწოდება ჰოლანდია მომდინარეობს სიტყვებისგან holt land (სიტყვასიტყვით "ხის ქვეყანა"). ზოგიერთ ქვეყანაში ამ სახელით მოიხსენიება მთელი ნიდერლანდების სამეფო, რაც პოლიტიკურად არაკორექტულია.